„რუსეთი დღესაც, გარეგნულად მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ აგენტურის მეშვეობით აგრძელებს ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 13:41, 07 Aug, 2018     1310
2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავს აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ რუსეთი, თავისი აგენტურის მეშვეობით, კვალვაც აგრძელებს ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ ფონზე საკითხის დასმა თუ ვინ დაიწყო ომი, ქარდავას თქმით, არის ანტისახელმწიფოებრივი და რუსული ინტერესების გამომხატველი.

„კითხვის ნიშნები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ომის განახლების ინიციატორთან დაკავშრიებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, საქართევლოში ზოგიერთები კვლავ ამ საკითხის განხილვით არიან დაკავებული.

რუსეთ-საქართველოს ომი მე-17 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ქართველმა ერმა ირწმუნა, რომ საქართველო მოტყუებული იყო რუსეთის მიერ. ნიშანდობლივია, რომ ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას პირველი დაუმორჩილებლობა სწორედ საკლესიო თავად-აზნაურობამ, კერძოდ საეკლესიო ჯარის სარდალმა გედევანიშვილმა გამოუცხადა.

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესები არ ითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს არსებობას, სწორედ ეს იყო და არის რუსეთ-საქართველოს ომის მთავარი მიზეზი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით იფეთქებს ხოლმე. ისე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა... და რომ არა ქართველი ვაჟკაცების თავდადება და გმირობა, რომ არა ჩვენი საერთაშორის პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერა, რუსული ტანკები დედაქალაქში, თბილისში იდგებოდნენ.

რუსეთთან ბრძოლის ფორმები იცვლება. მას ხან ცხელი ომის ფორმა აქვს და ფრონტის ხაზზე გადაინაცვლებს, ხანაც ემბარგოებისა და სხვა პოლიტიკური ზეწოლის ფორმებს იძენს. თოთოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება არის, არ ვიყოთ რუსეთთან პირისპირ მარტო და გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რომელსაც გარეგნულად მშვიდობიანი ფორმა აქვს, მაგრამ რეალურად რუსეთი თავისი აგენტურით აგრძელებს ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რუსეთი ამას ყოველთვის შეეცდება, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მილიონიან ტენდერებს რუსული რეზიდენტურა არ უნდა იგებდეს, საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ინფორმატორები თავისუფლად არ უნდა შედიოდნენ და სახელმწიფო უწყებები, მითუფრო უმაღლესი არჩევითი თანამდებობები, საეჭვო რეპუტაციის ადამიანებით არ უნდა კომპლექტდებოდეს. მინიმუმ საქართველოს პრეზიდენტად არ უნდა დაუჭირო მხარი ისეთ კანდიდატს, რომელიც თავისი განცხადებებით რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ამ არჩევანს არ გააკეთებს!“ - წერს ედპ-ის ლიდერი ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42