რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს მიღება ალიანსში რეგიონში პოტენციური კონფლიქტის წინაპირობაა.
ჟურნალისტს კითხვაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა ჩაშალა საქართველოს ინტეგრაცია NATO-ში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსება ალიანსის აღმოსავლეთ გაფართოებისათვის ხელის შეშლა იყო, მედვედევმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირისა და "ვარშავის ხელშეკრულების" დაშლის მიუხედავად, NATO-მ არსებობა განაგრძო, ცდილობს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა შეიყვანოს ალიანსში და ალყა შემოარტყას რუსეთს. მისი განცხადებით, რუსეთი ამას არ შეეგუება.
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია, რომელთნაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და სადაც ჩვენი ბაზებია განთავსებული. ხოლო საქართველო მათ საკუთარ ნაწილად განიხილავს. ამან შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. იმედი მაქვს, რომ NATO-ს ხელმძღვანელობაში ეყოფათ ჭკუა და ამას არ გააკეთებენ," - განაცხადა მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები






