"ქართული ოცნების" მრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს, საქართველომ სამუდამოდ დაკარგოს ისტორიულ ტერიტორიებზე დაბრუნების შანსიც კი" - ნიკა რურუა
პოლიტიკა - 11:36, 07 Aug, 2018     827
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩვენბეში მონაწილეობის მიღებას ეხმუარება.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს, საქართველომ სამუდამოდ დაკარგოს ისტორიულ ტერიტორიებზე დაბრუნების შანსიც კი.

"სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა იურიდიულად, სამართლებრივად დაკარგავს საკუთარ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და სამაჩაბლოს - რადგანაც ზურაბიშვილი ღიად იმეორებს პუტინ-მედვედევის ტყუილს, რომ ეს ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო და რომ “რუსეთი იძულებული იყო, რომ მშვიდობისადმი იძულების მიზნით ჩარეულიყო სამხედრო ძალით”.

რუსეთის ე.წ. აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის “აღიარების პოლიტიკა” სწორედ ამ “ლოგიკას” ეფუძნება - კერძოდ იმას, რომ “ომი საქართველომ დაიწყო და ამით საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა თვითონვე დაარღვია”.

წინამდებარე განცხადება სალომე ზურაბიშვილის ავტორობით შექმნილ წიგნშიცაა, და ახლა, პოსტ-ფაქტუმ, არჩევნებისთვის სახელდახელოდ ზურაბიშვილის მიერ პოზიციის შესაძლო ცვლილებას აღარანაირი აზრი აღარ აქვს - ზურაბიშვილმა ეს უკიდურესად დამაზიანებელი სიცრუე იმდენჯერ გაიმეორა, რომ მისი წიგნი რუსეთმა ჰააგის სასამართლოში “მტკიცებულებადაც” კი წარადგინა.

“ქართული ოცნება” თუ ამ კანდიდატეს უჭერს მხარს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოცნება სალომე ზურაბიშვილის ამ პოზიციასაც იზიარებს, ანუ მხარს უჭერს იმას, რომ საქართველომ სამუდამოდ დაკარგოს მისი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების სამომავლო შანსიც კი.

ეს ეროვნული მასშტაბის ღალატი იქნება და ივანიშვილის “ოცნება” ამას უნდა გადაყვეს. ასევე, არ უნდა დავუშვათ გვყავდეს პრეზიდენტი, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას" - აღნიშნა ნიკა რურუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42