„სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირ აგრესორი“, - თქვა მაღალჩინოსანმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც დღეს საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.
„პატივი მინდა მივაგო იმ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირი აგრესორი და ამ დროს როგორც გახსოვთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთის მიზანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს სრული ექსპანსია. მაშინ ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო არის პირველი ნაბიჯი, შემდეგ იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები, მერე იქნება უკრაინა და შემდეგ პოლონეთი და მისი სიტყვები, როგორც ხედავთ, ახდა - საქართველოს მერე იყო უკრაინის ნაწილის ოკუპაცია, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია, ყირიმის ოკუპაცია და რუსეთი მოქმედებს მხოლოდ ისეთი მეთოდებით, როგორითაც საქართველოში მოქმედებდა. ეს არის პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია, აგრეთვე ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთვრობის ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს სრული წევრობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ერთიანობას, განვითარებას და აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან დაიცავს“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






