პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, 2008 წლის ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
მისი თქმით, აგვისტოს დღეებმა ტკივილთან ერთად, ჩვენი გმირების გამო სიამაყის გრძნობაც დაგვიტოვა
"აგვისტოს დღეებმა დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი და მძიმე მოგონებები ომის შესახებ, ადამიანური ტრაგედიების შესახებ, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა ასევე დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რომელიც პირველ რიგში ჩვენს გმირებს უკავშირდება. დღეს ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა 10 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ვალი უნდა მოვიხადოთ მათ წინაშე და ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






