"ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელა. აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ისტორიულ ფაქტს უწოდებს.
„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, პირველ რიგში, არის მიმართული იმისკენ, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის განვითარებას. ეს ამომრჩეველს არ დააბნევს, პირიქით, აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა სახის სახელმწიფოს ვაშენებთ და რამდენად მნიშვნელოვანია საპარალამენტო რესპუბლიკის ნაწილში ინსტიტუტების სწორი ფუნქციების დანახვა და განაწილება. შესაბამისად, ამასაც ემსახურება აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც დემოკრატიის ხარისხის ზრდას" - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






