უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 14:38, 06 Aug, 2018     827
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, - „თავისთავად ეს პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, იმდენად დრამატულად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში არსებულ სიტუაციას ჩვენ ვუპასუხოთ სწორი ნაბიჯებით, პასუხისმგებლობით გაჯერებული ნაბიჯებით და ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სწორედ ამ თვალსაზრისით. ანალიზი იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სასამართლო სისტემაში შექმნილი და რა ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწრაფად გადასადგმელი, რომ მინიმალური, ასე ვთქვათ, პოზიტიური რესურსი ავამუშაოთ სასამართლო სისტემაში არსებული პროცესის, ერთის მხრივ გასაჩერებლად ნეგატიურ პროცესს ვგულისხმობ და პოზიტიური პროცესის დასაწყებად. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესმის როგორც საზოგადოებას, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას , ისე ძალიან ცხადად ესმის ეს ყველაფერი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ველოდებით მათთან რა თქმა უნდა კონსულტაციებს, არ გამოვრიცხავთ და ეს შეიძლება ლოგიკურიც არის, რომ მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები, არაერთი და რამდენიმე. და აი ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესო ვერსიაზე."

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს პროფესიული წრეების წარმომადგენლები 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42