ჰოლანდიელი მოქალაქეების ჯგუფი მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს შენგენის ზონაში შემოსაყვანად - სააკაშვილი
პოლიტიკა - 22:36, 05 Aug, 2018     1370
„ჰოლანდიელი მოქალაქეების ჯგუფი, რომელშიც შედიან ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლები მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს, შემოიყვანონ ისინი შენგენის ზონაში რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ჩასვლა და მისვლა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებში,“-ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, სუსის მცდელობა გერმანელი სამართალდამცავების ხელით მოეშორებინათ მალხაზ მაჩალიკაშვილი, ცრუდასმენის საფუძველზე ჩაიშალა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სრულიად დაუსაბუთებლად ტერორისტად გამოაცხადა უდანაშაულო ადამიანი მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„მე მგონი არის ძალიან დიდი უსამართლობა. უკვე ყველა ვხვდებით, რომ რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მას მოუკლეს შვილი სპეცოპერაციაში. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ტრაგიკული შეცდომა. მაგრამ ის რაც მოჰყვა ამას შემდეგ იყო დანაშაული. რადგან იმის მაგივრად რომ ყოფილიყო მოკვლევა რა მოხდა, რატომ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდა მას ჩაუდეს ოთახში ხელყუმბარა, მოიგონეს ათასი უმსგავსობა, ხელი დააფარეს მონაწილეებს და ახლა უკვე მის მამას რომელიც არის სრულიად უდანაშაულო ადამიანი, გულწრფელი, ნორმალური მშრომელი კაცი ადანაშაულებენ ტერორიზმში. მხოლოდ იმიტომ რომ ის აპირებდა სტრასბურგში ჩასვლას. იმიტომ რომ ვერ იპოვა სამართალი საქართველოში და ადამიანის უფლებების კომისრის შეხვედრას. ევროსასამართლოში შეხვედრას ევროპარლამენტარებთან კონტაქტის დამყარებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ელისო კილაძის სრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა. ელისო კილაძის ინფორმაციით, საქმეში ფუგურირებს სუს-ი. თავად ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მიუნხენის აეროპორტში გაიგზავნა დაშიფრული ფაილი რის შემდეგაც შუამავალი ორგანიზაციის წარმომადგენელი აეროპორტში გააჩერეს და მას მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ტერორიზმთან კავშირზე დაუსვეს კითხვები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42