ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ... დღეიდან გადავდივარ სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე - ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 17:47, 05 Aug, 2018     6979
ზაზა სარალიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ელისო კილაძის სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი მოშორება.

ეხლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე,მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით.

როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვ მიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.

ვინაიდან ჩვენ,მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით,მე და ქალბატონი ელისო,ესე იგი ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეები ან კიდევ სხვა რამ.

ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ.

დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე.

ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1 დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ.სანამ პირში სული მიდგას მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის.

ბატონო გომელაურო ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე," - წერს ზაზა სარალიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42