მისი შეფასებით, „ქვეყანა სუს-მა გახვია სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში".
კილაძის თქმით, დაგეგმილი იყო შეხვედრები უფლებადამცველებთან, ჟენევის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებთან.
„მამებს უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია ევროპელი უფლებადამცველებისთვის იმ გახმაურებულ საქმეებზე, არა მხოლოდ ამ ორ გახმაურებულ საქმეზე, არამედ ზოგადად, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში გამოუძიებელ საქმეებზე,“ - განაცხადა კილაძემ.
სტრასბურგში ვიზიტის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის, რომლის ხელმძღვანელიც პაატა აბჟანდაძეა.
კილაძის თქმით, აბჟანდაძე დღეს ჩავიდა მიუნხენში, სადაც ის საზღვრზე შეაჩერეს და უთხრეს, რომ იმ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში შეჰყავდა, იმყოფებოდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ძებნილი პირები.
„მას დაუსვეს კითხვები, რა შეხება აქვს ისლამთან, იცნობს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს და იცის თუ არა, რომ ერთ-ერთი პირი ჩვენს შორის და სავარაუდოდ, პირდაპირ უთხრეს მას გვარი, მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი და ფაქტობრივად, ჩვენ ბრალი დაგვდეს ის, რომ ეს ეჭვმიტანილი პირი შეგვყავდა გერმანიის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






