მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა. ჟურნალისტი ელისო კილაძე, ამბობს, რომ სუს-მა წერილი გააგზავნა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ იგეგმებოდა ტერორიზმში ბრალდებულის ჩაყვანა.
კილაძე ამბობს, რომ სტრასბურგში ვიზიტის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის, ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე.
კილაძის თქმით, აბჟანდაძე დღეს ჩავიდა მიუნხენში, სადაც ის საზღვრზე შეაჩერეს და უთხრეს, რომ იმ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში შეჰყავდა, იმყოფებოდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ძებნილი პირები.
კილაძე ამბობს, რომ მათ ხელი სუსმა შეუშალა და ის ამ საკითხზე რეაგირებას მოითხოვს. მისი ინფორმაციით გერმანიის ფედერალურ პოლიციაში გამოძიება დაიწყო. ის ასევე ამბობს, რომ ყველა დოკუყმენტს გადააგზავნის სტრასბურგში. ჟურნალისტი ასევე მოითხოვს საქართველოში გერმანიის ელჩთან შეხვედრას.
მასალის გამოყენების პირობები






