როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის მუხლი 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
დაკავებამდე ორი დღით ადრე ხანგოშვილი "რუსთავი 2"- თან დეტალურად ყვებოდა იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც ახმეტის პოლიციაში მოხდა. ხანგოშვილი პოლიციაში იარაღით იმუქრებოდა და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. რის გამოც დააკავეს, თუმცა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„მე მივედი ჩემს ძმაკაცთან, თემო არაბულთა, რომელიც არის კაცი. ეგ ჩემს ნათესავთან მომივიდა. იარაღი ვისა აქვს, გიჟი ხომ არ ხარ... ადმინისტრაციულით გამომიშვეს, რომ ვაგინე ჩემს ძმებს, ადმინისტრაციული 2000 ლარიო და მეტი არაა პრობლემაო,“ - ამბობს მუსა ხანგოშვილი.
ხანგოშვილი რამზან კადიროვთან მეგობრობაზეც დეტალურად საუბრობს. ის ამბობს, რომ კადიროვის პოლიტიკა და შეხედულებები მისთვის მისაღებია.
„სურათი ახლაც მიკიდია მანქანაში. მე და რამზანა ძმაკაცები ვართ, ძმები ვართ. რამზანას არავინ გამოუგზავნია. რამზანა არის საქართველოს, მსოფლიოს მოყვარული პიროვნება, ვისაც უნდა მშვიდობა. კადიროვის გულისთვის თავს მოვიკლავ, ეს იცოდეთ. ეს ჩვენი მეგობრობა მოდის მამამისიდან. აგვისტოს ომთან კი თქვა, მაგრამ კადიროვის დამოკიდებულება საქართველოსთან არის ძმური,“ - ამბობდა ხანგოშვილი "რუსთავი 2"- თან.
მასალის გამოყენების პირობები






