რა ინფორმაცია მიწოდეს საგამოძიებო კომისიას მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეებმა - აბესაძე არ გამორიცხავს, რამდენიმე მათგანი განმეორებით დაკითხონ
პოლიტიკა - 17:28, 04 Aug, 2018     1166
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვნები შესაძლოა, განმეორებით გამოკითხოს.


დღევანდელი გამოკითხვით, პრაქტიკულად, არასრულწლოვნების გამოკითხვა სრულდება, თუმცა კომისიის ერთ-ერთი წევრი დეპუტატი ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ განმეორებითი გამოკითხვები გახდეს საჭირო.

"დღეს კომისია ფაქტობრივად დაამთავრებს მთლიანობაში არასრულწლოვნების გამოკითხვას. შესაძლებელია დაგვჭირდეს განმეორებით რომელიმე მათგანის გამოკითხვა, რადგან რამდენიმე მათგანი საქართველოში არ იმყოფება და მათი დაბრუნების შემდგომ შესაძლებელია შედგეს გამოკითხვა. ამ გამოკითხვებით მნიშვნელოვანწილად დასტურდება ის გარემოებები და ის ფაქტები, რომლის შესახებაც წინა გამოკითხვების დროს მივიღეთ ინფორმაციები. არის მათ შორის გარკვეული ფაქტები, რომლებზეც არასრულწლოვნები არ საუბრობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამის შეფასება კომისიას მოუწევს თავის საბოლოო დასკვნაში, რომელზე მუშაობასაც უკვე უახლოეს დღეებში კომისია დაიწყებს. კომისია ვალდებულია გამოკითხოს ყველა ის ფიგურანტი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ყველა არასრულწლოვანი, რომელიც იმყოფებოდა ჩხუბის ადგილას ან იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე და ჰქონდათ შეხება ჩხუბში მონაწილე ადამიანებთან, გამოვკითხოთ და მივიღოთ მათგან ინფორმაცია იმაზე რა მოხდა ხორავას 4 ნომერში. ამ ეტაპზე არასრულწლოვნების გამოკითხვა შეგვიძლია მთლიანობაში ჩავთვალოთ დამთავრებულად. შესაძლებელია დაგვჭირდეს რამდენიმე მათგანის განმეორებით გამოკითხვა, ან ის არასრულწლოვნები გამოვკითხოთ, რომელიც ახლა არ იმყოფებიან საქართველოში .

მთელი ამ გამოკითხვების განმავლობაში, არასრულწლოვნებზე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბევრ მათგანს შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია მომხდარი გარემოებების შესახებ, თუმცა ისინი ვერ იხსენებენ ამ ფაქტებს, ერთი - იმის გამო, რომ ძალიან დიდი დროა გასული ამ გარემოებების შემდეგ და თავის დროზე ისინი პოლიციამ არ დაკითხა თანმიმდევრულად ან საერთოდ არ დაკითხა და მეორე - მათ არ სურთ ამ გარემოებებზე საუბარი", - აღნიშნა აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42