გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთს ეწვივნენ
პოლიტიკა - 16:58, 04 Aug, 2018     615
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ნიკოლა ესკუსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობათა განვითარების საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ სამასწლოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას.

გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც დინამიურად ვითარდება, კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი გახდება მომავალში.

ძირითადი ყურადღება დაეთმო, 2019 წლის პირველ ნახევარში, რუმინეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხის წინ წამოწევას და ამ მიმართულებით, აქტიური პოლიტიკის გატარებას.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ბუქარესტში საქართველოს საელჩოში გამართულ გამოფენა დაათვალოერეს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა რუმინეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირთა უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს ვიორელ ენეს რუმინეთში საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, მისი ორგანიზებით, გაიმართა საპროტესტო აქციები ბუქარესტში რუსეთის საელჩოს და კონსტანცაში რუსეთის გენერალურ საკონსულოს შენობებთან. მას შემდეგ, ყოველი წლის აგვისტოში, ვიორელ ენე ორგანიზებას უწევს მსგავს აქციებს და ამ ფორმით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ხუთ რუმინელ სამოქალაქო აქტივისტს: იონ ვარლამს, მიხაილ ელიან ულსამერს, ჯეორჯე რონჩეას, ვიქტორ რონჩეას, ნიკოლაე ჩერუცას საქართველოსათვის გაწეული ღვაწლისთვის, პირადად გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სამადლობელი წერილები.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას DiGi24, სადაც დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე.

ვიზიტის ბოლოს, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა რუმინეთის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოწყობილი გამოფენა სახელწოდებით: ,,ასი წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოების და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების შესახებ შექმნილი ფოტოგამოფენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42