სამხრეთ კორეაში ფარული კამერით გადაღებულ პორნოს ებრძვიან. თუ თქვენ სეულს ესტუმრეთ, მასპინძლები აუცილებლად გაგაფრთხილებენ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტში შესვლისას კარგად დაათვალიერონ, ხომ არ არის სადმე ფარული კამერა, ან ნახვრეტები კედლებში.
კორეული არასამთავრობო ორგანიზაციებვის განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყნის ავადმყოფობად იქცა. საზოგადოებრივ ტუალეტებში, მაღაზიების, სპორტული დარბაზების, აუზების გასახდელებში, და სხვა ადგილებში გარკვეული პირები ამონტაჟებენ კამერებს, ან აკეთებენ ნახვრეტებს და იღებენ ვიდეოს, რომელიც შემდეგ ინტერნეტში თავსდება. არის შემთხვევები, როდესაც ხდება ე.წ. "კაბის ქვეშ" გადაღება რესტორნებში ან სხვა თავშეყრის ადგილებში.
ერთი წლის განმავლობაში პოლიციაში ამგვარი ფაქტების შესახებ 6000-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, თუმცა, ფაქტები უფრო მეტია - ნაწილი მათ არ ასაჯაროებს, რადგან ხშირად ვიდეოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც მსხვერპლთან ერთად არიან.
პოლიცია აქტიურად ებრძვის ასეთ დანაშაულს, თუმცა ეს ფაქტიურად შეუძლებელია. გამავრცელებლები აცხადებენ, რომ ისინი არ იცნობენ იმ პირებს, ვინც მათ ვიდეოებს აწვდის და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, მოხდა თუ არა გადაღება კადრში ასახული პირის თანხმობით. ასევე, თავის გასამართლებლად ისინი კორეაში ციფრული ტექნიკის მომხმარებელთა მაღალ პროცენტსაც ასახელებენ - მოსახლეობის 90%-ს სმარტფონი აქვს, ხოლო ინტერნეტთან წვდომა - 93%-ს.
თუმცა აზიური სამყარო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ანალოგიური ფაქტები ხშირია ამერიკაშიც და ევროპაშიც.
მასალის გამოყენების პირობები






