საგამოძიებო კომისია დღეს იმ არასრულწლოვანსაც მოუსმენს, რომელიც თავის დროზე არ გამოკითხულა
პოლიტიკა - 11:55, 04 Aug, 2018     832
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დღეს ის არასრულწლოვანიც გამოიკითხება, რომელიც თავის დროზე არ გამოკითხულა.

„გუშინ საზოგადოებამ მოისმინა მინისტრის განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები თავის დროზე არ ჩატარებულა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაკვირვებული კითხულობდა, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს ამას დამდგარ შედეგთან, როდესაც დამდგარი შედეგი გვაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა იმ ბუნდოვანი გარემოებების შესახებ, რომელიც პირველ რიგში, უკავშირდება დათო სარალიძის მკვლელობას.

გვყავს მოკლული არასრულწლოვანი და ჯერ არ გვყავს დადგენილი მკვლელების ვინაობა. სწორედ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი გამოკითხვა, მათ შორის, იმ არასრულწლოვნისა და ფიგურანტის, რომელიც თავის დროზე არ იყო გამოკითხული. ასე რომ, იმედი გვაქვს, მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, პასუხი გავცეთ შეკითხვებს, რომლებიც ჯერ პასუხგაუცემელია.

როგორც ყველა სხვა არასრულწლოვანთან ვინც ფიგურირებს ჩხუბში, რა თქმა უნდა, ვეცდებით, აღვადგინოთ სრული სურათი ხორავას #4-ის ეზოში ვინ იმყოფებოდა, რა ადგილას, ჩხუბის რომელ ეპიზოდში მონაწილეობდა და რაც მთავარია, როგორ ხედავდა დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტს.

ასევე, ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როგორ მოხდა ეზოდან წამოსვლა, რა ინფორმაციას ცვლიდნენ არასრულწლოვნები ერთმანეთში, შემდგომ რა გაუგიათ ერთმანეთისგან და ერთმანეთის შესახებ და ა.შ.

სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვა, ზოგ შემთხვევაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გამოვკვეთეთ ახალი გარემოებები. იმედი გვაქვს, დღევანდელი გამოკითხვაც იქნება შედეგიანი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამასთან ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42