დღეს კი პროცესზე მოსამართლემ პროცესუალური ნორმები განსაზღვრა. დღესვე განიხილეს ორი შუამდგომლობა, პროკურორმა საბრალდებლო დასკვნა წაიკითხა, სიტყვით გამსოვლის საშუალება მიეცათ მკვლელობაში ბრალდბულებსაც. ისინი თავს დამნაშავეებად არ სცნობენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ავთანდილ ადუაშვილის ოჯახის წევრებსა და ბრალდებულების ადვოკატებს შორის. გარდაცვლილი ბიზნესმენის ახლობლები აპროტესტებდნენ სხდომის გადადებას, რომლის მოთოხვნითაც ბრალდებულის ადვოკატმა მიმართა მოსამართლეს, ხოლო მოსამრათლემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.
გარდცვლილი ბიზნესმენის ახლობლები საუბრობდნენ კონკრეტულ შემკვეთზე და მათ შემკვეთად სოსო პავლიაშვილი დაასახელეს. ,,პავლიაშვილის ადვოკატს ვკითხე, ის არ არის ჩხაპელიას ადოკატი, ის არის პავლიაშვილის ადვოკატი. დღეს დავრწმუნდი ამაში", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ ნანა ადუაშვილმა.
დღევე უნდა მომხდარიყო მოწმეეების და დაზარალებული მხარის დაკითხვა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
სასამართლო სხდომა დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






