პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 19:01, 03 Aug, 2018     671

2 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ,,საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების ფარგლებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ქართულმა მხარემ ჩინეთის დელეგაციას გააცნო ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის და საბაჟო პროცედურების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საავტომობილო გადაზიდვების განვითარების მნიშვნელობას.

ასევე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიების სხდომების ფარგლებში მოხდეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა, რომელსაც ექნება სისტემატიური ხასიათი. აღნიშნული ფორმატის დაარსება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტირების წარმოების პროცესში გადამზიდავებისათვის შექმნილი ბარიერების დროულად აღმოფხვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ასევე კომპანიებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საპილოტე გადაზიდვების განხორციელებაში მონაწილეობის მიღების ინტერესი გამოხატეს.

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამასთან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.

ჩინეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, როგორებიცაა Sinotrans & SCS Holdings Co.Ltd, COSCO Shipping, Heilongjiang Dragon Transportation Group, Xinjiang Tianye Group Co. ltd. და სხვა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ღებულობდა ჩინეთის საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჩინეთის სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების ნაწილს ჰქონდათ საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის განხორციელების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42