,,ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და საპარლამენტო ეტაპი ვერ იქნება გამოტოვებული - ამას თავად კონსტიტუცია ამბობს, ამიტომ არანაირად არ არის მოცემულობა ისეთი, რომ პარლამენტი იქნება ამ პროცესიდან გამოთიშული.
პირიქით, ეს არის პროცესი, რომელიც პარლამენტს და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, რთავს, მაგრამ რთავს ამის მიღმა მნიშვნეოვან აქტორებს - საზოგადოებრივ, პროფესიულ ჯგუფებს, ადამიანებს, რომელბსაც აქვთ კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებსაც შეუძიათ ამ პროცესს მისცენ ძალიან ღირებული რჩევები კანდიდატურებთან მიმართებაში.
ჩვენ ვიწყებთ აკადემიური წრეებით, მაგრამ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი - დაიწყება აკადემიური წრეებით და გაგრძელდება და ჩართავს ყველა მნიშვნელოვან აქტორს და ინსტიტუციას, რომლის მონაწილეობაც ამ ამ პროცესის გაჯანსაღებისა და სიძლიერისათვის აუცილებელია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






