უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული 28 ათას 401 სტუდენტია. აბიტურიენტებს შედეგების ხილვა სპეციალურ საიტზე შეუძლიათ. წინა წლებთან შედარებით მაღალია იმ სტუდენტების რიცხვიც, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. მათი რიცხვი 9000-ს აღწევს.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად უმაღლრეს სასწავლებელს, წელს ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი წინა წლების ლიდერი უმაღლესი სასწავლებელი ,,თავისუფალი უნივერსიტეტია".
არსებული ინფორმაციით, 13 ათას 700 აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი.
,,42 ათასამდე აბიტურიენტი ღებულობდა მონაწილეობას, აქედან დაახლოებით 13 ათას 700 ვერ გახდა სტუდენტი. წინა წლებთან შედარებით წელს ყველაზე მეტი სტუდენტი გვყავს, 28 ათას 401, მაშინ როცა წინა წლებში დაახლოებით 24 ათასამდე იყო, 4 500-მა აბიტურინეტმა მიიღო 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება", - განაცხადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






