კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემმ ირაკლი შოთაძეს მიმართა ფლობდა თუ არა ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან მირზა სუბელიანი კავშირზე, რადგან ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევდა, მოკვლევას კი სწორედ დღეს უკვე ხორავას საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ხელმძღვანელობდა.
„თქვენ იმ პერიოდში როდესაც ამ საქმეს იძიებდით, გქონდათ თუ არა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსთან ბატონ სუბელიანთან, რომელიც მაშინ უკვე თქვენი თანამშრომელი იყო, შეხვდით თუ არა მას და ესაუბრეთ თუ არა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე?“- მიმართა კახიძემ ირაკლი შოთაძეს.
შოთაძემ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ვერ მიხვდა რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდეს ორ განსხვავებულ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთისგან.
შოთაძე კომისიის წევრებს მოუწოდა გამიჯნოს საქმეები ერთმანეთისგან.
ყოფილი მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება, დაიკითხა ყველა შესაძლო მოწმე, ასევე ჩატარდა ექსპერტიზა კამერების ჩანაწერებზე და საკნიდან გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა.
მისი თქმით, სუბელიანთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არასდროს ჰქონია.
„რაზე უნდა მესაუბრა უკაცრავად? ამ საკითხზე მირზა სუბელიანთან მე არასდროს არ მქონია,“- თქვა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






