დანაზე თქვით, რომ ორივე მოკლულის დნმ იყო, რას ემსახურებოდა ეს ტყუილი? - ხოშტარია შოთაძეს
პოლიტიკა - 14:44, 03 Aug, 2018     1081
ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ კითხვით მიმართა:

„ვიდეოში საზოგადოებას ეუბნებით, რომ დანიდან, რომელიც გადამალული იყო, ორივე მოკლულის დნმ ამოსული არის. იცით თუ არა, რომ ეს ტყუილია და ამ დანაზე ორივე მოკლულის დნმ არ არის ამოსული. ახლა გაიგეთ, მაშინაც იცოდით, შეცდით, სრულად არ მოგაწოდეს ინფორმაცია, მერე გაარკვიეთ, თუ რა ხდება? ამ დანაზე არ არის დავით სარალიძის დნმ. რას ემსახურება ეს ტყუილი?“, - მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს.

რაზეც შოთაძემ თქვა:

„ეს ტყუილი არ არის. ვისაუბერე იმ ინფორმაციაზე, რაც ზემდგომი პროკურორებისგან მქონდა მოწოდებული. ეს დეტალი ასე დეტალურად არ გამივლია, საუბარი იყო, რომ ოგივე დანიდან ამოსული იყო შესაბამისი დნმ. აქ იგულისხმებოდა რომ გ.ბ.-ს დანა გახვეული იყო ხელსახოცში, საიდანაც ამოვიდა მოკლული სარალიძის დნმ პროფილი’, - განაცხადა შოთაძემ, რასაც ხოშტარიას განცხადება მოჰყვა:

„ბატონო ირაკლი, ხელსახოცი და დანა რომ ორი სხვადასხვა ნივთია, ხომ ყველას გვესმის? თქვენ ხელსახოცი არ გითქვამთ, დანა თქვით. ამით საზოგადოება შეცდომაში შეგყავდათ, რომ ყველაფერი დადგენილი იყო, რომ ყველა მკვლელი ნაპოვნი იყო და საერთოდ ამ საქმეში პრობლემა არ იყო. ფაქტობრივ ტყუილზე გესაუბრებით. დანაზე ორი დნმ ამოსული არ არის, რას ნიშნავს ეს?“, - მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს.

რაზევ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ ის საქმის პროკურორი არ იყო.

„კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამ საქმის პროკურორი არ ვიყავი, ზოგად ინფორმაციას ქვემდგომი პროკურორებისგან ვიღებდი, შესაბამისად საჯარო ინფორმაციას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვავრცელებდი. ეს განცხადებაც იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთე, შესაძლებელია ეს განპირობებული იყო იქიდან, რომ რაღაც ვერ მოვისმინე, ან რაღაც დეტალებზე არ გვქონია საუბარი. შემდეგ დავაზუსტე ეს გარემოება, რომ დავით სარალიძის დნმ პროფილი ამოსულია იმ ხელსახოციდან, რომელშიც გახვეული იყო დანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომელიც გ.ბ.-ს მონაწილეობას ადასტურებს დავით სარალიძის მკვლელობაში“, - თქვა შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42