ცესკოში ენმ-ს წარმომადგენელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების შერჩევაში ჩაერთონ
პოლიტიკა - 13:28, 03 Aug, 2018     732
ცესკოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების შერჩევის პროცესში ჩაერთონ.


მისი თქმით, “ქართული ოცნების” კადრების შერჩევა შეიძლება, არჩევნების გაყალბების საფუძველი გახდეს.

“როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების გამოცხადების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრებზე კონკურსები გამოაცხადა იმისათვის, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს და არ მოხდეს “ქართული ოცნების” შტაბიდან მოწოდებული კადრების არჩევა, რადგან შემდეგ ეს გამოიწვევს არჩევნების გაყალბებას, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს. “ქართული ოცნება” ამ ოლქის სრულად დაკომპლექტებას ცდილობს. ამიტომ მოვუწოდებ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ხვალ დილით, 11:00 საათიდან დავიწყოთ კონკურსანტებთან შეხვედრა, რათა გამოცდილი და კვალიფიციური კადრები შეირჩეს, რომლებიც აუცილებლად მიუკერძოებულები იქნებიან, რათა დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს”, - განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომიისის წევრმა, დავით კირთაძემ.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციას, მათი ინფორმაციით, კანონმდებლობა საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების არჩევას გასაუბრების გზით არ ითვალისწინებს. მათივე თქმით, წევრების შერჩევა ხვალ, ცესკოს სხდომაზე დადგენილი წესით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად და ასევე, მიმდინარეობს უფლებამოსილი პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების დანიშვნის პროცესი. „შესაბამისად, საარჩევნო პროცესების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობა.

ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, დროულად გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში”,-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42