"საზოგადოების ჩართულობით შერჩეულ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე უარის თქმა, საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნებაა" - ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 13:29, 03 Aug, 2018     549

საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათიდან პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილია, რომ მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე, ფართო ჩართულობის მქონე პროცესის მეშვეობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეულ კანდიდატზე შეჯერება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ მაღალ პოზიციას და რომელიც შეძლებს ამ ურთულეს ვითარებაში სასამართლო სისტემა გაჯანსაღებისკენ წაიყვანოს.

,,შესაბამისად, ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა.

ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა, ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება და დაადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს მას რეალური შესაძლებლობა, რომ იქ დაიწყოს ჯანსაღი პროცესები.

ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშნველობის პროცესი, ამიტომ საჭიროა ახლა, როგორც არასდროს, რომ ყველა პროფესიულმა ჯგუფმა, ყველამ ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნის მომავალზე და მართლმსაჯულების მომავალზე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

ჩვენ ველოდებით გამოხმაურებებს, ბუნებრივია ჩვენ თავადაც გვექნება კონტაქტი ჯგუფებთან, მაგრამ ყველა დაინტერესებული მხარიდან ველოდებით მოსაზრებებს, რათა ვიპოვოთ კარგი კანდიდატი, ღია, სრულიად გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42