მოზარდების მკვლელობის საქმე - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობენ. გახარიას განცხადებით, შსს-მ დაადგინა ვინ იყო მირზა სუბელიანი და დააკავა მაშინ, როდესაც საჭირო იყო:
„როცა კალანდიების სახლიდან ამოიღეს ვიდეოკამერის ჩანაწერები, თქვენი უწყების წარმომადგენლმა ოქმში არ დააფიქსირა მირზა სუბელიანის შესვლა კალანდიების სახლში და ოქმში მას უწოდა უცნობი მამაკაცი, როცა გადაადგილდებოდა თენგიზ კალანდიასთან ერთად“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
ამ განცხადებით პასუხად, შს მინისტრმა განაცხადა, რომ გამომძიებელი ირაკლი ფიფია სახეზე ვერ ცნობდა მირზა სუბელიანს, თუმცა ამას ამას საგამოძიებო ღონისძიებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ირაკლი აბესაძის თქმით, ირაკლი ფიფიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ არ იცნობდა მირზა სუბელიანს, თუმცა სატელეფონო ჩანაწერებით ფიქსირდება, რომ 2017 წლის დეკემბერში 12-ჯერ ესაუბრა ტელეფონით მირზა სუბელიანს:
„ვუშვებ, რომ სახეზე ვერ ამოიცნო და ის, რომ გამოძიების პროცესში დაურეკა 12-ჯერ, არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს იცნობდა. თქვენ უკვე გქონდათ ფიფიასთვის დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, რომ აქ ეს სპექტაკლი არ დაგედგათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






