„ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის შეიქმენით“ - გახარია სუბელიანის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:02, 03 Aug, 2018     1105
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

ოთარ კახიძე დაინტერესდა თვლიდნენ თუ არა გიროგი გახარია და ირაკლი შოთაძე, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, რომელმაც უნდა შეისწავლოს მირზა სუბელიანი ხომ არ იყენებდა სამსახურეობრივ მდგომარეობას ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

“ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს - თქვა გახარიამ კონკრეტული კითხვის საპასუხოდ და იქვე დასძინა, რომ „რეალურად, მირზა სუბელიანი, მისი შვილი და მისი ნათესავები არიან ერთეულები იმ მცირეოდენ ადამიანებს შორის, ვინც მაშინაც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დღესაც თანამშრომლობს“.

“დაველოდებით კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის, რომ გამოვავლინოთ ის შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან უფლებამოსილების გადამეტება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე. ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის ხართ შექმნილი“, - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულ კითხვაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც უპასუხა.

„ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია, ის გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია. იმაზე, რა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიც შეიძლება ყოფილიყო ჩადენილი, სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული და სხვა რაიმე ფაქტზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, დაიწყებოდა. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა“, - აღნიშნა შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42