„როგორ თვლით, თქვენი დავალება, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებულიყო, შესრულდა? გაგახსენებთ რას ვგულისხმობ, ტელეფონი ამოღებული არ იქნა, მიმოწერა ამოღებული არ იქნა, სახლი გაჩხრეკილი არ იქნა, სუბელიანი დაკითხული არ იქნა, სუბელიანის ცოლი დაკითხული არ იქნა, მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის სახლში ჩხრეკა არ ჩატარდა, ტანსაცმელი ამოღებული არ იქნა, მისი მიმოწერა ამოღბული არ იქნა… ამ გადასახედიდან მაინც თვლით, რომ თქვენი დავალება შესრულდა?”-მიმართა კაპანაძემ შოთაძეს.
ამ განცხადეამდე შოთაძემ აღნიშნა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმესთან მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო კავშირის დასადგენად, მან თანამშრომლებს დაავალა ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაეტარებინათ.
შოთაძემ, კაპანაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა”.
„ ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. მე მივიჩნევ, რომ ჩემი დავალება რაც იყო, რომ მიმეღო ინფომაცია მკვლელობებში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე, მივიღე და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მე მივიღე ის ინფორმაცია, რაც მაინტერესებდა, შესაბამისად დავალება შესრულებულია”- ამბობს შოთაძე.
მასალის გამოყენების პირობები






