კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, იცის თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ მოზარდების მკვლელობამდე მირზა სუბელიანის შვილმა სოციალური ქსელით შეატყობინა დეიდაშვილს კონფლიქტის შესახებ, რის შემდეგაც ახალგაზრდები ხორავას ქუჩაზე მივიდნენ, მათ შორის, ის პირებიც, ვინც დღეს მსჯავრდებულები არიან.
ამ ჯერზეც შს მინისტრმა თქვა, რომ იცის მირზა სუბელიანის შვილის შესახებ, თუმცა, რა ფორმით სთხოვა მან დეიდაშვილს დახმარება, ინფორმაციას არ ფლობს.
„ინფორმაცია მაქვს იმ დოზით და იმ დონით, რამდენიც იყო და არის საჭირო იმისთვის, რომ მივიღო ის გადაწყვეტილებები, რომელიც არის ჩემი კომპეტენცია. ვიცი, რომ მირზა სუბელიანის ვაჟი იყო ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ისიც ვიცი, რომ მისი ინიციატივით მოხდა ან მისი თხოვნით მოხდა იქ ახალგაზრდების შეკრება, რა ფორმით იყო გაგზავნილი ეს ინფორმაცია, ამის დეტალები არ ვიცი,“ - განაცხადა მინისტრმა.
ამის შემდეგ, აბესაზემ მინისტრს უთხრა, რომ არასრულწლოვნებმა მიმოწერის წაშლა მოასწრეს და შესახსენა, რომ სამართალდამცავებმა მათი ტელეფონები არ ამოიღეს და არ განახორციელეს მოსმენა.
გახარიამ კი თქვა, რომ ტელეფონები გამოძიების გარკვეული სტრატეგიის გამო არ ამოიღეს.
„ამ ფაქტის შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ გამოძიებამ ეს გამიზნულად გააკეთა, ეს იყო გამოძიების გარკვეული სტრატეგია,“ - განაცხადა გახარიამ.
აბესაძის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტიც არ ჩატარებულა სუბელიანის შვილის მონაწილეობით, მაშინ, როცა სხვა არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდა.
„დიახ, დღეს უკვე ვიცი“ - აღნიშნა გახარიამ ირაკლი აბესაძის პასუხად.
მასალის გამოყენების პირობები






