აგვისტოს ომის რუსული სიცრუე - „ეს პროპაგანდა აიტაცა ივანიშვილმა და პუტინის საქმის მაკეთებელმა მოღალატეებმა“
პოლიტიკა - 20:44, 02 Aug, 2018     1224
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღს ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე და ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს:

„ახლოვდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართემასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი 7 აგვისტო.

7 და არა 8 როგორც ამას რუსული პროპაგანდა ავრცელებს ვითომ უკვე 7-ში გვიან ღამით დაახლოებით 23:00 საათისთვის რუსეთის ჯარის 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა და ათასობით სამხედრო მოსამსახურე (რეგულარული და დაქირავებულთა შენაერთებიდან) არ ყოფილიყოს როკის გვირაბიში და საქართველოში უკვე შემოჭრილი. თითქოს საქართველოს მთავრობამ ყოველგვარი რუსული ინტერვენციის გარეშე, უმიზეზოდ, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები უკვე 8-ში დილით.

ეს რუსული სიცრუე და პროპაგანდა საქართველოშიც აიტაცა ბევრმა, მათ შორის ივანიშვილმა და პუტინის საქმის მკეთებელმა სხვა მოღალატეებმა.

ამ სიცრუემ და ღალატმა უკვე დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პოლიტიკურადაც და საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მსვლელობისას.

ჩვენი ვალია ამ სიცრუესა და ღალატს დავუპირისპიროთ სიმართლე და პატრიოტული პოლიტიკა.

ასევე მნიშვნელოვანია ოკუპაციის პირობებში ყურადღება მივაქციოთ როგორც თარიღების ისე ტერმინებსა და სხვადასხვა დეფინიციებს. მაგალითად რა ქვია იმ ზღვარს სადამდეც არის მოსული ოკუპანტის ჩექმა? "ადმინისტრაციული საზღვარი" თუ "სა-ოკუპაციო ხაზი"? სწორი ტერმინია "ოკუპაციის ხაზი" რადგან აქ არც "საზღვარი" არაფერ შუაშია და არც ხაზი თუ ზოლი ან ჩვენი მიწის რამე უმცირესი ნაწილი გვაქვს გამეტებული "სა-ოკუპაციოდ". ხშირად ეს ბევრ ექსპერტსაცკი ეშლება. ისევე როგორც ინგლისურიდან არასწორად თარგმნის თითქმის ყველა აბრევიატურას “IBL” Administrative boundary Line რაც არ ნიშნავს "ადმინისტრაციულ საზღვარს" არამედ სიტყვასიტყვით (თუ ზუსტი თარგმანი გვაინტერესებს) ნიშნავს "ადმინისტრაციული ზღვრის ხაზს" ანუ ინგლისურადაცკი არ იყენებენ ტერმინ "ადმინისტრაციულ საზღვარს" და ჩვენ რატომ გვეშლება და არ ვაქცევთ ყურადღებას ასეთ "დეტალს" ვერ გამიგია? რა უმნიშვნელო დეტალია?

ჩვენმა რამდენმა გმირმა მებრძოლმა (აცხონოს მათი სული ღმერთმა) დადო თავი რომ მაქ "საზღვარი" არასდროს გაივლოს და იყოს იქ სადაც (როგორც მინიმუმ) საერთაშორისოდ აღიარებული საქართველო-რუსეთის ოფიციალური საზღვარია. სხვათაშორის ბევრმა არ იცის რომ იგი როკის გვირაბის იქეთ, ჩრდილოეთით, კიდევ 300 მეტრში გადის.

გავუფრთხილდეთ საქართველოს თვითოეულ გოჯ მიწას და დავიცვათ სიმართლით, გონიერებითა და პატრიოტიზმით ჩვენი ქვეყნის ინტერესები ყველა დიდ თუ პატარა საკითხში, რადგან ქვეყნის დაცვაში მით უმეტეს ასეთ საშიშ და ვერაგ მტერთან ბრძოლისას ხშირად "წვრილმან" საკითხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ძალა ერთობაში და გონებით მოქმედებაშია და თუ ასე მოვიქცევით ჩვენს სამშობლოს აუცილებლად გავამთლიანებთ“ -წერს გიორგი ბარამიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42