„ნინო გვენეტაძე იყო იმ არაჰუმანური და კორუფციული სისტემის ნაწილი, რასაც ივანიშვილის სასამართლო სისტემა ჰქვია“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 19:32, 02 Aug, 2018     1314
უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ბოლომდე იყო იმ არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და კორუფციული სისტემის ნაწილი, რასაც ივანიშვილის სასამართლო სისტემა ქვია - ასე ეხმაურება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, გვენეტაძის მოღვაწეობის პერიოდი უკავშირდება მძიმე რეპუტაციას, არაპროფესიონალიზმსა და უსამართლობას.

„მის დროს ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრები, ადამიანებმა საკუთარ თავზე იწვნიეს მოსამართლეთა უსამართლობა და უმეცრება. სისტემა გაივსო წარმოუდგენლად დაბალი კვალიფიკაციის და მძიმე რეპუტაციის კადრებით. მისი მეთაურობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა სისტემიდან კორუფციისა და არაკვალიფიციურობისთვის გაყრილი ან გასაყრელი კადრები. თუმცა, გვენეტაძე, არა მხოლოდ როგორც სისტემის ხელმძღვანელი, არამედ პირადადაც იყო ჩართული, როგორც ტროიკის შემადგენლობაში მყოფი ერთერთი ჯალათი, არაერთ გახმაურებულ საქმეში და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიის ნგრევასა და უსამართლობის დამკვიდრებაში“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გვენეტაძის საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებულად გამოყოფს რუსთავი 2-ის საქმეს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ გვენეტაძის შემდეგ სასამართლოს ,,ადექვატური ადამიანი ჩაუდგება სათავეში“. სააკაშვილის თქმით, იმისათის, რომ ვითარება შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ივანიშვილი.

„მთავარი და ემბლემატური საქმე, ამ მიმართულებით, ცხადია, რუსთავი 2ის საქმე იყო, სადაც, ის დიდ პალატას ხელმძღვანელობდა და მის გადაწყვეტილებას აქამდე უპრეცედენტო რეაგირება მოყვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხრიდან, რომელმაც, ისტორიაში პირველად და თანაც სამოქალაქო საქმეზე, დროებითი ღონისძიებით შეაჩერა ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და ამით გადაარჩინა ქართული დემოკრატია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გვენეტაძის თავმჯდომარეობის დროსვე და, სავარაუდოდ, მისი მონაწილეობით, გასაჯაროვდა მოსამართლიეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტები, რაც არა მხოლოდ უკიდურესად სამარცხვინო ფაქტია მთელი ქვეყნისთვის, არამედ დანაშაულს წარმოადგენს, რაც აქამდე არ გამოძიებულა.

სამწუხაროდ, არავითარი რაციონალური მოლოდინი იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ადეკვატური ადამიანი ჩაუდგება სათავეში, არ არსებობს. დღეს გვენეტაძე შეცვალე ივანიშვილის პირადმა ნოტარიუსმა, ქართუს იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, იურიდიული წრეებისთვის სამარცხვინოდ ცნობილმა მზია თოდუამ. იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ივანიშვილი. ასევე,ჩემს მიერ უკვე გაცხადებული ინიციატივის თანახმად,უნდა მოვიწვიოთ მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ამერიკელი და ევროპელი მოსამართლეები(ასევე,მთავარი პროკურორი) და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ნამდვილი სასამართლო სისტემის აშენებას და სამართლიანობის დამკვიდრებას საქართველოში“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42