საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. დეკანოზის შეწყალების შესახებ საკითხზე მსჯელობისთვის, პრეზიდენტისთვის არც გიორგი მამალძეს და არც მის ადვოკატებს არ მიუმართავთ.
„საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ბრიფინგზე არ წყდება ეს საკითხი, აქედან გამომდინარე, მე სირთულეებთან დაკავშირებით, შევაჯამე უკვე ის განცხადებები, რომლებიც აქამდე გაკეთებული გვქონდა ამ საქმესთან მიმართებაში. ამ დისბალანსის პარალელურად, რომელიც უკვე დავასახელე, ეს არის პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ეს არის საქმის შეჯიბრებითობის პრინციპის, ფაქტიურად, არ არსებობა, იქიდან გამომდინარე, რომ განცხადებები კეთდებოდა დახურული სასამართლო პროცესის თაობაზე. ამ საქმეს, დღეს დაერთო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შეფასებასაც მე არ მოვახდენ, მაგრამ რომელიც პრობლემურია საზოგადოებისთვის. ეს არის ის ფონი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. თუმცა საქმის განხილვა და საქმეზე საუბარი და დეტალური მსჯელობა, ბუნებრივია, ბრიფინგის პირობებში ვერ მოხდება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






