პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს
პოლიტიკა - 18:26, 02 Aug, 2018     759

უზენაესი სასამართოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომას საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით გამოეხმაურა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მოსამართლის შესარჩევად აქტიურ კონსულტაციებს იწყებს:

„სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება, არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული თუ ტავს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა.

არა ერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სსისტემაში. იგივე საკითხზე ჩენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის ალბათ ქალბატონი ნინოს განცხადება, როცა ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოსს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. გამოწვევა, რომესაც ჩვენ ან ვუპასუხებთ ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არა ერთი პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის და სახელმწიფო სისტემისთვის.

აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან მე ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას, ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში, დღეს განსაკუთრებით მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, ჩაერთეთ ამ პროცესში, პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შესძლებს დაიწყოს გაჯანსაღება სასამართლო სისტემის, რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და აგრეთვე მორალური ძალა, რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისათვის, ეს დაიწყება ორშაბათიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არა ერთხელ, არა ერთი ჩვენი მეგობარი და ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ, სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს, ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმიფოებრიობის, ჩვენი სამართლებრივი პროცესის და საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42