IRI არ ადასტურებს ტვ „პირველისა“ და „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ საპრეზიდენტო არჩევნების კვლევას
პოლიტიკა - 17:04, 02 Aug, 2018     2647
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტვ "პირველისა" და "ტაბულას" მიერ გავრცელებულ საპრეზიდენტო არჩევნების და კანდიდატების კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება. ორგანიზაცია უარყოფს კვლევაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის აპრილში. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2018 წლის მაისში. ჩვენს კვლევაში არ ყოფილა შეკითხვა საპრეზიდენტო არჩევნებთან და შესაბამისად საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ კვლევა იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მომავალში, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს არიდებული გაურკვევლობა, გთხოვთ, გადაამოწმოთ როლმელმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა. მადლობა!“ - ნათქვამია ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულო განცხადებაში.

,,ნიუპოსტი“ ფაქტთან დაკავშირებით IRI_ის თბილისის ოფისს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა 2018 წლის აპრილში. კვლევა გამოქვეყნდა 2018 წლის მაისში. ხოლო მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

რაც შეეხება აპრილის კვლევას, რომელიც ორგანიზაციისვე განმარტებით მაისში გამოქვეყნდა და ის საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, მასში საპრეზიდენტო არჩევნებთან და შესაბამისად, კანდიდათან დაკავშირებით კითხვა არ არის დასმული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42