ამ კაცმა არც კი იცის, რომ უზარმაზარ მიწას ფლობს - ბრაზილიის კონსტიტუციის თანახმად, იგი იმ 4 000 ჰექტარი მიწის ერთადერთი მეპატრონეა, სადაც მისი ტომი სახლობდა და სანამ ის ცოცხალია, ამ ტერიტორიაზე არამარტო ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობაა, არამედ მასზე უცხოთა შესვლაც კი აკრძალულია.
როგორც აღვნიშნეთ, უცნობია არა მარტო ამ ადამიანის ტომის სახელი, არამედ მათი სალაპარაკო ენაც. ტომი 70-იან-80 წლებში თითქმის მთლიანად იყო განადგურებული და 1995 წლისთვის სულ 6 ადამიანისგან შედგებოდა. "ორმოების ადამიანის" 5 თანატომელი 1995 წელს ფერმერებმა მოკლეს, რათა ტომის საკუთრებაში არსებულ მიწას დაპატრონებოდნენ. მარტოხელა გადარჩა და უკვე 23 წელია იმალება, თუმცა ბრაზილიის "აბორიგენ ხალხთა სააგენტომ" (Funai) მისი ვიდეოკამერით დაფიქსირება მაინც შესძლო.
Funai-ის მონაცემებით სულ ამაზონის ჯუნგლებში 113 ცივილიზაციისაგან სრულიად იზოლირებული ტომი ცხოვრობს. დღეისათვის რეალურად დადასტურებულია მხოლოდ 27 ტომი.
მასალის გამოყენების პირობები






