ოკუპირებული აფხაზეთი “ღირსეული პარტნიორი 2018”-ის წვრთნების გამო "უაღრესად შეშფოთებულია"
პოლიტიკა - 15:21, 02 Aug, 2018     1245

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე NATO-ს წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გამო, რომელშიც მონაწილეობას სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, მარიონეტული რეჟიმი რეგიონში შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს და მის დასავლელ პარტნიორებს აკისრებს.

მსგავსი ფარტომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები ხორციელდება აშშ-ის და სხვა დასვლური ქვეყნების პირდაპირი მხარდაჭერითა და დაფინანსებით , რომლებიც საკუთარი ქმედებებით საქართველოს სამომავლო მილიტარიზაციის პროცესს გამიზნულად ხელს უწყობენ. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის პერმანენტული ზრდა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსფრთხოებას, ასევე სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დასავლური ქვეყნების კოალიციის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ყოვლისმომცველ სამხედრო დახმარებას ისახავს მიზნას, შეუძლია , რეგიონში დაძაბულობის მორიგი რაუნდი გამოიწვიოს და სერიოზულ ზიანს მიაყენებს იმ საერთაშორისო ფორმატს, რაცსაქართველოსთან კონფლიქტის რეგულირებას ემსახურება.

საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციული ქმედებების სიმეტრიულ პასუხად, აფხაზური მხარე რუსეთის ფედერაციასთან, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის ინტენსიფიცირებას გეგმავს“ - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო რეჟიმის განცხადებაში.


მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" 15 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42