ე.წ. ციანიდის საქმის განხილვასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე ეხმაურება:
„მათ მოინდომეს პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული სამწუხაროდ დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმ. სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილების და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. პარალელურად წმ. სინოდის კომისიისა პარლამენტში უკვე არსებული კომისია, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში. იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.
მასალის გამოყენების პირობები






