„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე,“ - ეს განცხადება მუეფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გააკეთა. მღვდელმთავარი ამ განცხადებით იმ სასულიერო პირის ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც დეკანოზის უდანაშაულობაზე საუბრობენ. კითხვაზე, "ფიქრობს თუ არა პატრიარქიც, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში დამნაშავეა," მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქიც დამნაშავედ მიიჩნევს დეკანოზს. პატრიარქის ქორეპისკოპოსი აცხადებს იმასაც, რომ მას პირად საუბარში მეუფე გრიგოლმაც დაუდასტურა, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.
მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სინამდვილეში ის არანაირი გავლენით საპატრიარქოში არ სარგებლობს.
„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში,“-განაცხადა მეუფე იაკობმა და დაადასტურა, რომ სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






