რომელი მწერი მიაჩნდათ ძველად ღვთის სისხლის წვეთებად და რატომ უნდა დაუთვალოთ ჭიამაიას ზურგზე შავი წერტილები
„ჭია, ჭია, მაია ხვალ თუ კარგი დარია?!“ – ბავშვობაში, ალბათ, ყველას დაუსვამს ხელზე ეს პატარა, კოპლებიანი არსება და ალერსით, სწორედ ასე მიუმართავს... მაგრამ, მარტო ბავშვებს კი არა, აღმოჩნდა, რომ ის ყველას და ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს. მით უმეტეს, რომ მთელ დედამიწაზე, თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ადრე ის ღვთის „სისხლის წვეთად“ მოიხსენიებოდა და იმასაც ამბობდნენ, ჭიამაიები ზეცაში ცხოვრობენ და დედამიწაზე იმიტომ ჩამოდიან, რომ ხალხს ღვთის ნება ამცნონო. მოკლედ, ის ყველას უყვარს და მისგან მხოლოდ კარგს ელიან, რასაც ხალხური მინიშნებები ადასტურებს.
ჭიამაიას რომ ულამაზესი შეფერილობა აქვს, ამაში, ალბათ, ყველა ქალი დამეთანხმება. არა მგონია, ვინმეს, მათ შორის, ალბათ, თქვენც, ჭიამაიებიანი ან მასავით დაწინწკლული ერთი კაბა მაინც არ გქონდეთ გარდერობში. თან, ყველას უხდება და თითქმის ყოველთვის უმართლებს, როცა ის აცვია. ჰოდა, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ „კაბის ორიგინალი“ ხოჭოს მიმართ. მით უმეტეს, კაბაზე ან ნებისმიერ სამოსზე თუ დაგაფრინდათ, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად განაახლებთ გარდერობს. ახლა, რაც შეეხება ფერებს. ყველა იმედით შეჰყურებს მომავლს და ცხოვრებაში ისეთ ცვლილებებს ელის, ბედნიერებას რომ მოუტანს – ამ დროს თქვენთან პატარა, ყვითელი შავწერტილებიანი მწერი მოფრინდა და ეს ყველაფერი თან მოგიტანათ. თუმცა, არის შავი ხოჭოც, მაგრამ ისიც ხომ მაიაა! ამიტომ, სიშავის მიუხედავად, წინწკლებით ახალისებს თვალს: ყვითელწინწკლებიანი ჭიამაია – საქმეში წარმატებას მოგიტანთ, თეთრწინწკლებიანს კი – სასიამოვნო შეტყობინება მოაქვს თქვენთვის. ხოლო თუ ყვითელი ან აგურისფერია და საერთოდ არ აქვს წერტილები – სათანადოდ მოემზადეთ, ოჯახში მატებაა.
ჭიამაიას სახლში შემოფრენა განსაკუთრებული სიხარულია. ფრთხილად, ისე, რომ არ გაფრინდეს, ზურგზე დაუთვალეთ წერტილები, ოღონდ შავი. რამდენი წერტილიც აღმოჩნდება, იმდენი ბედნიერი თვე გელით მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით გაგიმართლებთ, თუ წერტილი შვიდია. თუმცა, სეზონსაც აქვს მნიშვნელობა: გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში შემოფრენილ ჭიამაიას, რომ იტყვიან, შეუძლია, მთელი წლით გაგმართოთ ფინანსურად წელში. ახალდაქორწინებულებისთვის სახლში მისი სტუმრობა ძეობის მაუწყებელია. გასათხოვარი ქალიშვილი კი საბედოს შეხვდება. თან, პატარა რიტუალიც უნდა ჩაატაროს: ჭიამაია ხელისგულზე დაისვას და ფაქიზად სული შეუბეროს: საითაც გაფრინდება, საქმროსაც იქიდან უნდა ელოდოს. მაგრამ, თუ დიდხანს არ მოინდომა მწერმა აფრენა, ესე იგი, გოგონას ქორწილამდე ცოტა კიდევ მოუწევს ლოდინი. მართალია, ეს კოკროჭინა ხოჭო ყოველთვის სიკეთის მომტანია, მაგრამ გაზაფხული და ზაფხული თუ უკვე ვახსენეთ, შემოდგომამ და ზამთარმა რაღა დააშავა? როგორც თავად შემოდგომაა მსუყე, ისეთივე გულუხვია ამ დროს თქვენს სახლში შემოჭრილი ჭიამაიაც: ოჯახს მატებას, ხვავს და ბარაქას არ გამოულევს. თუმცა, ზამთარშიც აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი, მთავარია, სიცივეში გარეთ არ გააგდოთ შემოკედლებული უმწეო არსება და სახლში მოუძებნეოთ ქოთნის ყვავილი, რომელზეც გამოზამთრებას შეძლებს. თანაც, ლამაზია.
– თილისმად თუ გამოდგება?
– ჭიამაია, უპირველეს ყოვლისა, ბედნიერების მომტანი თილისმაა, ამიტომ, სასურველია, თვით ამ ხოჭოებით ან მისი გამოსახულებიანი საგნებით მორთოთ სახლი. განსაკუთრებით პატარები უყვარს და ყოველთვის იცავს მათ საფრთხისგან. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვის ოთახში მზე, მდელო და ყვავილები გვიცქერდნენ კედლებიდან, ზედ რომ ჭიამაია დაფრენილა და ხან – ავდარს, ხან კი, დარს გვპირდება. კარგი საჩუქარია ჭიამაიასგამოსახულებიანი ამულეტიც, მით უმეტეს, ახალდაქორწინებულებისთვის – ასე, იღბალი სულ მათი თანამგზავრი იქნება. ასე რომ, თუ გადმოცემებს დავუჯერებთ, ჭიამაია ღვთისმშობლის მოვლენილია და ერთადერთია მწერთაგან, რომელსაც ადამიანის ენა ესმის და თქვენი სურვილის ზეცამდე მიწვდენაც კი ძალუძს. აქედან გამომდინარე, დიდია შანსია, ნატვრა მალე აგიხდეთ და რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერში გაგიმართლოთ. მხოლოდ, გახსოვდეთ, მისი მოკვლა ან სახლიდან გაგდება კატეგორიულად აკრძალულია. თუ ამას ჩაიდენთ, არანაირ საქმეში აღარ გაგიმართლებთ. ასე რომ, მეგობრულად იცხოვრეთ ჭიამაიასთან ერთად.
წყარო: თბილისელები
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა