„ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ეს კონკრეტული მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აუცილებლად იქნება უგულვებელყოფილი სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან რადგან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის დგას მსგავს შემთხვევებში ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე,“-განაცხადა კოტე იოსელიანმა.
პოლიტიკური პარტიების ლიდერების თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეებზე ძირითად შემთხვევებში მართლმსაჯულების აღსრულება არ ხდება.
„მამალაძის საქმე, რაც უფრო სწრაფად მოხვდება სტრასბურგში, უკეთესია ყველასთვის. ქართული მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემა ამ საქმეშიც იმდენად დისკრედიტებული აღმოჩნდა, რომ პირადად არ გამჩენია რაღაც უკმაყოფილების განცდა, რომ რაღაც უზენაესმა სასამართლომ მალე თქვა, რომ არ იღებს საკასაციო საჩივარს და არ მოხდა კიდევ გაჭიანურება,“-განაცხადა „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება კიდევ ერთხელ აღმოჩნდება კიდევ ერთი რეპუტაციული დარტყმის ქვეშ.
"დეკანოზი საქართველოს წინააღმდეგ ”- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სასულიერო პირის ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე იწყებენ მუშაობას. მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რამდენიმე თვეში მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






