აღნიშნული კამათი თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს მოჰყვა, სადაც იგი რუს გეი ჟურნალისტზე საუბრობს, რომელიც რუსული არხიდან ანტი-გეი კანონის გაპროტესტებისთვის გათიშეს.
„ნიუპოსტი“ ჟურნალისტების მიმოწერას უცვლელად გთავაზობთ:
თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსი:“ აი კიდევ ერთი კაცი - Russia Today-ზე დაპატიჟეს ბრედლი მენინგზე უნდა ესაუბრა, და რა დროს მენინგია, ღამით როგორ გძინავს, პუტინი როცა გიხდის ხელფასსო Russia Today-ს ჟურნალისტს ეცა.
ეს კაცი გეია.
ჩვენი "ჯიგიტი" პრემიერი სანიტარ ონიშენკოს ბოდიშებს უთვლის, ჩვენმა პრეზიდენტმა ნერვი აგიშალათო.“
კომენტარები:
Nanuka Zhorzholiani: ერთი კითხვა მაქვს: გეი რომ არის რა? Tamara Chergoleishvili შენგან მიკვირს ამაზე ხაზგასმა.
Tamara Chergoleishvili: ნანუკ, შენმა კომენტარმა წკიპურტის ხასიათზე დამაყენა და ვიფიქრე გეტყოდი, რომ ამ საკითხში საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის არასწორი დრო და მისამართი შეარჩიე
მაგრამ, გიგამ, როგორც ჩემზე უკეთესმა ადამიანმა მთხოვა, რომ მეცადა და ამეხსნა. კარგ ხასიათზე ვარ და თხოვნას ვუსრულებ:
ეს ჟურნალისტი რომ გეია, ამის ხაზგასმას არც თავად ერიდება.
რაც შეეხება ჩემს სტატუსს, ის იმ გრუზინული სტერეოტიპის ირონიზებას ახდენს, რომ გეი, როგორც ასეთი, არის ლაჩარი და ა პრიორი არასწორი ღირებულებები აქვს.
კიდევ გიკვირს?
Nanuka Zhorzholiani: Tamara Chergoleishvili იცი რა მაინტერესებს? უწყინარმა კითხვამ წკიპურტის ხასიათზე რატომ დაგაყენა?
Tamara Chergoleishvili: პროსტა.
Tamara Chergoleishvili: მაგალითისთვის, ეს ჰაფინგტონ პოსტია, არიანა ჰაფინგტონის რესპექტაბელური გამოცემა. ნახე როგორი სათაურით აშუქებს - გითარგმნი:
ჯეიმს კირჩიკი, გეი ჟურნალისტი, რუსული არხიდან გათიშეს ანტი-გეი კანონის გაპროტესტებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






