სააკასვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც აკონტროლებს ივანიშვილი, ეს გადაწყვეტილება სულ სხვა მიზნით მიიღო.
„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის. იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე ეს გადიოდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ინტერესებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ნარკოტიკების დიდ მწარმოებლად აქციოს.
სააკაშვილი აქვე განმარტავს, რომ მარიხუანას მოწევისთვის ახალგაზრდებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ, თუმცა მისი თქმით
მასალის გამოყენების პირობები






