გიორგი მარგველაშვილმა იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 19:00, 01 Aug, 2018     392
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ხაზი გაესვა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებას საქართველო - ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნის შესახებ.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და პროცესის ხელშემწყობი ფაქტორები. აღინიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო და დინამიური ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებს და მიზნებს ეფუძნება.

ერთობლივი ძალისხმევებისას კი, ორივე ხელმძღვანელობს "ასოცირების შესახებ შეთანხმებით", რომელშიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების მიზნები.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან და მზარდ ფინანსურ მხარდაჭერას ამ ამბიციური პროგრამისათვის, რომელიც, ახალ პერსპექტივებს უხსნის ქართველ ხალხს. ამის გარდა, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ქვეყანის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42