„ბატონ ბიძინას სიკეთეები..." - გუნდით უკმაყოფილო ივანიშვილის განცხადებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ხოტბით პასუხობს
პოლიტიკა - 18:46, 01 Aug, 2018     1332
რამდენიმე დღის წინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი, ტელეეთერით გააკტიტიკა.

ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი. წინა კვირას, ივანიშვილმა თავის გუნდს მოუწოდა, კრიტიკის საპასუხოდ უფრო მეტად იაქტიურონ.

„ოცნების“ დამფუძვნებლის მოწოდებას უკვე მოჰყვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, რომელმაც „ივანიშვილის სიკეთეებზე“ სპეციალურ განცხადებაში ისაუბრა:

„საქართველოს უნიკალური დენდროლოგიური პარკი ექნება. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, ჩვენს ქვეყანაში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ფაქტობრივად, ბუნების ახალი ძეგლი იქმნება. უბრალოდ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ასეთი უნიკალური ტერიტორიის მოწყობა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდეს გარემოზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორად აფასებს მოვლენებს და გარკვეული ნეგატივი, ერთმნიშვნელოვნად, მართული პროცესია.

აღნიშნული პროექტების განხორციელება სოციალური და ეკონომიკური ეფექტის მომტანია, რადგან პროცესებში ჩართულია კერძო კომპანიები, რომლებიც შესაძლებლობებს ზრდიან, ქვეყანაში შემოდის ისეთი სპეცტექნიკა, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩაერთვება; მრავალი მილიონი ლარი იხარჯება ფონდის მიერ იმისთვის, რომ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მოეწყოს იმ ადგილებში, საიდანაც ხდება ხეების გადატანა. ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს იღებს მოსახლეობაც, რადგან ეს ხეები, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრებაა.

სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ფუფუნება მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოს ისეთი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი, უნიკალური სანაშენე მეურნეობა, აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ასობით ძეგლი. ბატონი ბიძინას მეცენატობით, ჩვენ გვაქვს ეს სიკეთეები.

გახსოვთ, ალბათ, შეკვეთილში აშენებული საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტის შესახებაც აბსურდული ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა კეთილი საქმის დისკრედიტაციის მცდელობას. წარმოუდგენელია, ჩვენმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ დარბაზი ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს იმიტომ გადასცა, რომ მისი შენახვა ძვირი იყო. ეს უბრალოდ აბსურდია.

არ შემიძლია არ ვახსენო ჯიღაურას მეურნეობა. ქართული ვაზის გენოფონდი ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა. ეს არის უნიკალური წყარო მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლობის დიდმა ნაწილმა და, პრაქტიკულად, ყველა ფერმერმა კარგად იცის, რომ ჯიღაურას მეურნეობა აგრო ბიომრავალფეროვნების მთავარი ცენტრია. ჩვენ მოგვეცა საშუალება და გადაშენების პირას მყოფი ჯიშები გადავარჩინეთ. ჯიღაურას მეურნეობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. დღეს ეს მეურნეობა, ეს უნიკალური საცავი სახელმწიფოს საკუთრებაა, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისგან.

ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ქვეყნის მოსახელობას ზუსტად ესმის ამ პროექტების მნიშვნელობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42