„აბსოლუტურად დაუშვებელია წარმოებაშიც არ მიღებაც კი ამ საქმის იმიტომ, რომ ისეთ პროცედურულ დარღვევებზეა საუბარი, რომელიც იწვევს ავტომატურ რეჟიმში საქმის დაშვებას განსახილველად. უზენაესმა სასამართლომ უბრალოდ თავიდან მოიშორა ეს საქმე. იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ საქმეზე არსებითი განხილვის შემთხვევაში რამე სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო გამოტანილი, თუ არადა დეკანოზი მამალაძის გამამართლებელი განაჩენი. საქართველოში მართლმსაჯულება არ არის. საქართველოში არ არის დემოკრატია.
საქართველოში ადამიანი, არამხოლოდ დეკანოზი მამალაძე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის, იმყოფება ხელისუფლების და ძალიან ვწუხვარ მაგრამ ეკლესიის გარკვეული გავლენიანი ჯგუფის მძევლად. მძევალი ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეს. და ეს დღეს სწრაფად ძალუძს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს და მოვუწოდებ მას დაუყოვნებლივ შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკანოზი მამალაძე მაინც გამოვა ციხიდან. სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. და გაცილებით უფრო მძიმე იქნება ამ ყველაფერის შედეგები ქვეყნისთვისაც, ქართული დემოკრატიისთვისაც და ვეჭვობ, რომ ქართული ეკლესიისთვის,“- განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები






