126 487 ათასი ლარი ავტომობლების შეკეთებისთვის - "საბიუჯეტო თანხები ჩინოვნიკების კომფორტზე იხარჯება"ი
პოლიტიკა - 17:06, 01 Aug, 2018     1073
ხონის მუნიციპალიტეტი ავტომობილების შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან 126 487 ლარს დახარჯავს.

გამგეობამ ავტომობილების შეკეთებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის პრეისკურანტით გათვალისწინებული ბიუჯეტი 126 487 ლარია. აღნიშნული თანხა, სატრანსპორტო საშუალებების, მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დაიხარჯება.

დოკუმენტის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება 6 000 ლარზე გაფორმდება,

სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტში მოცემული საქონლის და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად.

ტენდერის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით დაასრულოს.

უფრო კონკრეტულად, ტენდერით 6 ავტომობილის შეკეთებისთვის გათვალისწინებული თანხაა : მიცუბიში ენდევორი 3.8 2003წ - 18 530 ლარი; ოპელ ვექტრა - 2.0 - 10 601 ლარი ; ფორცვაგენ პასატი 1998 წ 1.8 - 41 965 ლარი; მიცუბიში პაჯერო 3.0 - 18 573 ლარი; ტოიოტო 4რანერი 3.4 - ჯიპი, 1998 წ - 26 009 ლარი; ჩერი ა 5 1.6 - 10 807 ლარი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხონის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ამბობს, რომ ხელისუფლება „პირადი კომფორტისთვის“ თანხებს არ იშურებს.

„პრობლემაა, როცა ასობით ათასი ლარი იხარჯება მაღალი თანამდებობის პირების კომფორტისთვის და მათი ავტომობილების შეკეთებისთვის. საუბედუროდ ეს მარტო ხონში არ ხდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ 1 მილიონი ლარის ავტომობილების შეძენას აპირებს თბილისის მერია, რომელმაც საკრებულოში ახალი ბიუჯეტი დასამტკიცებლად, რამდენიმე დღის წინ შემოიტანა. გვითხრეს, რომ ცხენებით ვერ ვივლითო, ეს მაშინ, როცა მათ 300 - ზე მეტი ავტომობილი ისედაც ემსახურება.

რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტის შემთხვევას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯვა მოქალაქეებზე მორგებულად კი არ მიმდინარეობს, არამედ ბიუჯეტის თანხები ჩინოვნიკების კომფორტზე იხარჯება. თქვენ წარმოიდგინეთ, ხონი სადაც 126 487 ლარს დახარჯავს ავტომობილების შეკეთებაზე, ხონისნაირი 62 მუნიციპალიტეტი გვაქვს, თბილისს თავი რომ დავანებოთ. ეს ტენდენციაა პრობლემა და არა ეს კონკრეტული ხელშეკრულება“- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42