იაპონიაში, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც იაპონელი თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში სირიაში ტყვეობაში იმყოფება. კადრში ჩანს წვეროსანი მამაკაცი ნარინჯისფერ ტანსაცმელში, რომლის გვერდით დგას ორი შავკაპიშონიანი შეიარაღებული მამაკაცი. ვიდეოში ჟურნალისტი შემდეგ ტექსტს ამბობს: "მე მქვია უმარუ, მე სამხრეთკორეელი ვარ, დღეს 25 ივლისია. მე საშინელ მდგომარეობაში ვმყოფები. გთხოვთ, სასწრაფოდ მიშვლეთ."
იაპონიის მთავრობის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ მათი აზრით, ეს იაპონელი ჯემპეი იასუდაა. მათთვის გაუგებარია, რატომ ასახელებს ტყვე სხვა სახელსა და სხვა ნაციონალობას.
იაპონური მედია აცხადებს, რომ იასუდა სირიაში "ალ-ქაიდას" ტერორისტებმა 2015 წელს დააკავეს. მას შემდეგ იგი რამდენჯერმე გამოჩნდა სხვადასხვა ვიდეოკადრში. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ფეიქვიდეოა.
მასალის გამოყენების პირობები






