ახალი სიტყვა სატრანსპორტო სერვისში
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:47, 01 Aug, 2018     1615
შპს „ტრანსფერს ჯორჯია“ არის სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერი საქართველოს მასშტაბით. კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს ფართო არჩევანს სატრასპორტო მომსახურების სფეროში. „ტრანსფერს ჯორჯია“ ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ მოიაზრებს დროულ და ეფექტურ სერვირსს, პროფესიონალ, კვალიფიციურ მძღოლებსა და ხარისხიან ტრანსპორტს.

კომპანიის ავტოფარეხს ამშვენებს სხადასხვა კლასისა და ფირმის მანქანები,რომელთა ქირაობაც შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მსუბუქი და მაღალი გამავბლობის ავტომობილებით, მინივენებით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით.

დღესდღეობით ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ მოთხოვნადია, რაც გამოწვეულია მოსახლეობის სიდიდით, ტურისტული აქტივობებით, ექსკურსიების ორგანიზებით და სხვა. კომპანია მომხმარებლევს სთავაზობს ავტობუსის დაქირავების სერვისს და ინფორმაციას ქალაქში ავტობუსების მოძრაობის შესახებ.

სკოლის მოსწავლეებსა თუ მოზარდ ადამიანებს, რომელთაც სურთ ქალაქ გარეთ გასეირნება, პიკნიკის ან/და ექსკურსიის მოწყობა, აინტერესებთ, თუ რომელი ავტობუსი დაიქირავონ მგაზვრობისათვის ? მომხმარებელთა უმრავლსეობა ეძებს კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც სანდოა და ამავდროულად მისაღებ ფასად მოემსახურება დამქირავებელს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. „ტრანსფერს ჯორჯიას“ ავტოპარკს ეკუთვნის მაღალი კლასის ავტობუსები,მიკროავტობუსები და მინივენები, რომელიც უპრობლემოდგადაადგილედება დიდ გზებზე. ასევე სანდოობის მაღალი სტანდარტით სარგებლობენ მძღოლები, რომლებსაც კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს ტერიტორია, აქვთ საკმარისი გამოცდილება და აკმაყოფილებენ ტრანსპორტის ექპლუატაციის საერთაშორისო სტანდარტებს. ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მინივენის ქირაობა შესაძლებელია საათობრივად, ასევე დღიურად. კომპანია დამატებით იძლევა შესაძლებლობას ექკურსიისათვის გამოყოს გიდი, რომელსაც შეუძლია ქართულ უცხო ენაზე კომუნიკაცია და იცნობს ტურისტულ ზონებს.

სკოლის მოსწავლეებით გადაადგილება საქართველოში დროთა დრო ტენდეციური ხდება, მოცემული პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დამკვიდრებული. „ტრანსფერს ჯორჯია“ სთავაზობს სკოლებს მოსწავლეების ტრანსპორტირების სერვისს. შესაძლებელია სასურველ პირობებზე მოლაპარაკება. თავის მხრივ, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას დააკმაყოფილოს აღნიშნული სერვისისათვის არსებული მაღალი სტანდარტი.

კომპანია ავტობუსებით სარგებლობის სერვისს არ ამოწურავს მხოლოდ თავისი ავტოპარკით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ვებგვერდის მეშვეობით მიიღოთ სწრაფი და ზუსტი ინფორმაცია ქალაქში ავტობუსების განრიგზე და მათ მარშუტზე. ყოველივე ამის საჭიროება ქალაქში საკმაოდ დიდია, რადგან ხშირად, როდესაც სახლიდან გავდივართ,ვფიქრობთ, რომ შეიძლება რამდენიმე წუთში ჩვენთვის სასურველმა ავტობუსმა გაგვასწროს ან გაჩერებაზე დიდ ხანს მოგვიწიოს ლოდინი. „ტრანსფერს ჯორჯიას“ ვებგვერდის მეშვეობით კი ვიღებთ ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას ქალაქის ავტობუსთან დაკავშირებით სახლიდან გაუსვლელად.

არსებულ ბაზარზე საკმაოდ პრობლემურია აეროპორტის მიმართულებით ტაქსის დაქირავება სასურველ დროს. „ტრანსფერს ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გთავაზობთ ტაქსის მომსახურებას. ასევე, კომპანიის აგენტი დაგხვდებათ სასურველ ადგილას აეროპორტში და მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, რაც ამსუბუქებს კლიენტების ძალისხმებას ტაქსის პოვნისას და ასევე ზოგავს მათთვის ძვირფას დროს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ინდივიდიალურად, ასევე პირთა ჯგუფებისათვის.

„ტრანსფერს ჯორჯია“ სთავაზობს იურიდიულ პირებს კორპორატიულ მომსახურებას, რაც სამეწარმეო სფეროსთვის საკმაოდ კომფორტული შესაძლებლობაა. ასევე ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ვიაიპი მომსახურება, რომელიც განკუთვნილია დელეგაციებისთვის, საელჩოებისთვის, ზემოთხსენებული კომპანიებისთვის. ვიაიპი სერვისი გულისხმობს სპეციალურ, ექსკლუზიურ მომსახურებას, რომელიც სატრანსპორტო მომსახურებასთან ერთად მოიცავს სხვა, დამატებით მომსახურებას, როგორიცაა წარმომადგენლის, პირადი მცველის დაქირავება.

საქართველოში ავტომომსახურებით სარგებლობა საკმაოდ მოთხოვნადია და ამ ბაზარზე კონკურენტული ფირმებიც არიან, მაგრამ „ტრანსფერს ჯორჯიას“ მომსახურების ფართო სპექტრი მართლაც ერთგვარი ინოვაციაა მომხმარებლებისთვის. დიდი სეგმენტის არსებობა ყოველთვის დაკავშირებულია დიდ შესაძლებლობებთან. ვფიქრობ,კომპანია აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც გულისხმობს სასურველ ფასს და მომსახურების მაღალ ხარისხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42