ენმ-ს ლიდერი აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაბანკროტებულია. შესაბამისად, მელია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციურ სპექტრს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური წყენა და "ერთი, ძლიერი კანდიდსატის, გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანდნენ".
"ამ კვლევაში ახალი არაფერია. იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ქვეყანა "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო, ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცოდით. NDI - ის კვლევა ზუსტად ასახავს იმ რეალურ განწყობებს, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში. მოსახლეობის განწყობა ხელისუფლების მიმართ მკვეთრად უარყოფითია. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებების მოლოდინშია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ სპექტრს უკვეთავს გაერთიანებას.
ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ, 11 -მა ოპოზიციურმა პარტიამ, მოვახერხეთ, საკუთარი წყენები გადავდეთ გვერდით და გავერთიანდეთ ძალიან ძლიერი, კანდიდატის გარშემო, რომელიც ამ კვლევაში არც იყო მოცემული. მიუხედავად ამისა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ხელისუფლება გაბანკროტებულია და ოპოზიციას, როგორც არასდროს აქვს შანსი, არჩევნებში "ქართული ოცნება" დაამახრცხოს.
იმედი მაქვს, რომ ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც სხვადასხვა არგუმენტებითა და მიზეზებით თავი შეიკავა ფართო ოპოზიციურ ერთობაში შემოსვლაზე, გადახედავენ თავიანთ პოზიციას და ძლიერი ოპოზიციური კანდიდსატის, გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანდებიან. უახლოეს დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას დამატებითი კონულტაციებისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გვერდზე გადადებენ იმ გაუგებრიბებსა და წყენებს, რომელიც არსებობდა განვლილი წლების განმავლობაში და ყველა ერთად დავირაზმებით ივანიშვილის "ქართული ოცნების", იმ ძალის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანა იმდენად გააღარიბა, როგორსაც კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით"- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






