„5 წლის განმავლობაში ამომრჩევლის დასაბნევად ყველაფერი გავაკეთეთ“ - მარგველაშვილი NDI-ს კვლევასა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე
პოლიტიკა - 15:27, 01 Aug, 2018     514
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია NDI-ს კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი განაპირობა იმან თუ როგორც მოექცა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„ჩვენ ვსაუბრობთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, ყველაფერი გავაკეთეთ ამ ხუთი წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინები ქვეყნის მტავარ ინტიტუტებთან მიმართებით. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს საერთაშორისო აქტიურობების უფლება, მოქალაქეობის უფლების ნაწილშიც ფაქტიურად იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება ეს საკითხები, აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, არა მარტო მოქალაქეები არიან დაბნეულები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული, იმიტომ, რომ ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემურად რყევა, არა მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორიც არის მაგალითად უშიშროების საბჭო და სხვა. შესაბამისად, ჩემთვის არ არის გასაოცარი ჩამოუყალიბებლობა მოქალაქეების, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ. ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც მე ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული, მათ შორის ეს საკითხებია, რომელიც ჩამოგითვალეთ, იმიტომ, რომ ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო იმ ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვიზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42