„წინასაარჩევნო კურიოზი“ - პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე
პოლიტიკა - 15:26, 01 Aug, 2018     1604
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება კურიოზულ წინასაარჩევნო კამპანაის“ აწარმოებს იმ ფაქტით, რომ ის საუბრობს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე.

მარგველაშვილის თქმით, ეს არ არის სიახლე, რადგან 5 წლის წინ ისიც უპარტიო კანდიდატი იყო და მას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი როგორც ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დააყენებს კანდიდატს, იმიტომ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამ ყველაფერზე, რაც მე ვთქვი, ასევე იმ დანარჩენზე რაც ხუთი წლის განმავლობაში იყო, რომ ვეტოს თუ გამოიყენებ მტერი ხარ და სასახლეში თუ შეხვალ მოღალატე ხარ, მთელი ეს თემები თავის თავზე უნდა აიღოს და ხელი მოაწეროს, რომ იქნება მორჩილი და ყველაფრის შემსრულებელი. აქედან გამომდინარე, იმას რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ, რომ იქნება არაპარტიული კანდიდატი, რომელსაც თურმე, მმართველი პარტია დაუჭერს მხარს, ეს ფენომენი, რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის, როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი? ზუსტად ასე, მე არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად იმ კანდიდატმა და შესაბამისად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს ერთ მნიშვნელოვან კითხვას, თუ 5 წლის განმავლობაში, მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემს გვერდით იდგა არჩევნებში, აქედან გამომდინარე, რომ მეუბნებოდა, ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა და რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი? ასე რომ ეს კიდევ ერთი კურიოზი, გეგონება ახალი ფორმატი არის უპარტიო კანდიდატი. აბა მე ვინ ვიყავი? უპარტიო კანდიდატი არ ვიყავი, რომელსაც იმას აყვედრიდნენ 5 წელიწადი, რომ თურმე „ქართული ოცნება“ რასაც იტყვის, იმ დღისწესრიგისთვის უნდა დამეჯერებინა. ეს ცავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად, რომ უპარტიო კანდიდატს ასახელებს „ქართული ოცნება“. ან არის პარტიის კანდიდატი, ან არ არის“, - განაცხადა გიორგი მარგვლეაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42